logo_geo
eng_logo
The Washington Post: აშშ ევროპისგან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვს
- +

16 ოქტომბერი. 2022. 00:56

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა იზრდება, აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება გაზარდონ. ამის შესახებ RBC The Washington Post-ზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ამ კვირაში რამდენჯერმე, ვაშინგტონში მსოფლიო ფინანსური ლიდერების შეხვედრების დროს, ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა თავის საერთაშორისო კოლეგებს, დაეჩქარებინათ უკრაინისთვის ფინანსების მიწოდება.

 

მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზებით, უკრაინის ეკონომიკა წელს 35%-ით შემცირდება. ინფლაციამ შესაძლოა, 40%-ს მიაღწიოს, რაც ახლოსაა „ჰიპერინფლაციასთან“.

 

გამოცემის ცნობით, საერთაშორისო დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ხარვეზის შესავსებად. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ მომავალი წლის ბიუჯეტისთვის 38 მილიარდი დოლარის გადაუდებელი ეკონომიკური დახმარება სჭირდება.

 

ეს მაჩვენებელი არ შეიცავს დამატებით 350 მილიარდ დოლარს, რომელიც მსოფლიო ბანკის შეფასებით, საჭირო იქნება ომის დასრულების შემდეგ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner