რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოლიგონზე სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ჯარისკაცები უკრაინის ომში წასასვლელად ემზადებოდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
შემთხვევა ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა და ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს, მაგრამ ჯერჯერობით არ განმარტავს, რატომ აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სამხედრო პოლიგონზე.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულები ის მოხალისეები იყვნენ, რომლებმაც „სპეცოპერაციაში“ ჩართვის სურვილი გამოთქვეს.