logo_geo
eng_logo
თეირანის უდიდეს ციხეში ხანძარი გაჩნდა
- +

16 ოქტომბერი. 2022. 01:40

 

 

თეირანის უდიდეს ციხეში, სადაც პოლიტპატიმრებიც იმყოფებიან, ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

ამასთან, ირანული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ისმის სროლის ხმაც. ასევე აღნიშნულია, რომ ევინის ციხისკენ მიმავალი გზები დაკეტილია ტრანსპორტისთვის.

 

ამ ეტაპზე უცნობია ციხეში რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner