logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: 100 000 რუსის სიკვდილიც კი ვერ აიძულებს კრემლს ომის დასრულებაზე იფიქროს
- +

16 ოქტომბერი. 2022. 01:56

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 100 000 რუსის სიკვდილიც კი არ აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების აუცილებლობაზე იფიქროს.

 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული არმიის დაღუპული ჯამური დანაკარგი უკვე 65 ათასს უახლოვდება.

 

„თუ ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ მიდის რუსული „მოგილიზაცია“, კრემლს რუსეთის ასი ათასი დაღუპული ჯარისკაცის სიკვდილიც ვერ აიძულებს, რომ რაიმე იფიქროს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მშვიდობისკენ გზა მხოლოდ უკრაინული მიწიდან ოკუპანტების სრული განდევნა და ტერორისტი სახელმწიფოს აგრესიული შესაძლებლობების დემონტაჟია.

 

უკრაინული მედია წერს, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა გაემართლებინა რუსეთში მობილიზაცია და განაცხადა, რომ ის ორ კვირაში დასრულდება.

 

გარდა ამისა, გენერალმა ბენ ჰოჯსმა თქვა, თუ როგორი იქნება ომი ზამთრის პერიოდში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner