logo_geo
eng_logo
Associated Press: საფრანგეთი უკრაინას Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
- +

16 ოქტომბერი. 2022. 18:09

 

 

საფრანგეთმა პირობა დადო, რომ უკრაინის ქალაქების დასაცავად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებს გააგზავნის. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი გაიგზავნება საფრანგეთში, სადაც ისინი გაივლიან საბრძოლო მომზადებას, სპეციალიზებულ წვრთნას ლოგისტიკაში და სხვა საჭიროებებში რამდენიმე კვირის განმავლობაში.

 

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნის თქმით, საფრანგეთი ასევე ემზადება Crotale-ს საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნისთვის, რომლებიც „განსაკუთრებით სასარგებლო იქნება საჰაერო დაბომბვის დროს“.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში სულ 12 ასეთი სისტემაა, თუმცა, მათგან რამდენი გაიგზავნება უკრაინაში, არ დააკონკრეტა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner