კახეთში, წინანდლის მამულში, რიგით მეექვსე ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“ გაიმართა. ფესტივალმა წელს პირველად, სტუმარი ქვეყნის სტატუსით ამერიკა წარადგინა. ქართული ღვინის მწარმოებლებთან ერთად ღონისძიებას ამერიკელი შეფმზარეული და კალიფორნიელი მეღვინეც დაესწრნენ.
მთელი დღის გამავლობაში, ფესტივალის ფარგლებში 3 კონცერტი გაიმართა.