კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, კიდევ ერთი კუთხის სახლი შეემატება. ეს არის რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული სვანური სახლი.
მაჩუბი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით განთავსდება. სვანეთიდან მისი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცესში შესაბამისი სპეციალისტები და არქიტექტორები არიან ჩართულნი.
მუზეუმში ამ დრომდე მხოლოდ კოშკი იდგა.