logo_geo
eng_logo
ისრაელის დიასპორის მინისტრი: დროა, უკრაინამ სამხედრო დახმარება მიიღოს
- +

16 ოქტომბერი. 2022. 20:07

 

 

 

ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა ნაჩმან შაიმ მოუწოდა მის ქვეყანას, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს.

 

„დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს რუსეთს. უკვე აღარ არის ეჭვი, რა პოზიცია უნდა დაიკავოს ისრაელმა ამ სისხლიან კონფლიქტში.

 

დადგა დრო, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, როგორც ამას უზრუნველყოფენ შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები“, - წერს ის.

 

მანამდე, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner