მექსიკის ხელისუფლება ეძებს შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც გუანახუატოს შტატში, ქალაქ ირაპუატოში მდებარე ბარში ცეცხლი გახსნეს. სროლისას, შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული, ხოლო 3 დაიჭრა, - ამის შესახებ CNN წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს 6 ქალისა და 6 კაცის ცხედარი დახვდათ. ჯერ არ გასაჯაროებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი.
CNN-ის ინფორმაციით, თავდამსხმელების სამძებრო ოპერაციაში შტატის გენერალური პროკურატურა, ეროვნული თავდაცვის მდივანი და ეროვნული გვარდიაა ჩართული.