logo_geo
eng_logo
პარიზში, ათობით ათასმა ადამიანმა ინფლაცია და კლიმატური ცვლილებები გააპროტესტა
- +

16 ოქტომბერი. 2022. 23:26

 

 

 

საფრანგეთის დედაქალაქში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც Al Jazeera წერს, მოქალაქეებმა ინფლაცია და კლიმატური ცვლილებები გააპროტესტეს. შეკრებილები ორივე პრობლემის მიზეზად მთავრობის უმოქმედობას მიიჩნევენ.

 

მედიის ინფორმაციით, აქციის გამართვისკენ მოქალაქეებს მემარცხენე პოლიტიკურმა ოპოზიციამ მოუწოდა.

 

ორგანიზატორების თქმით, გამართულ აქციას 140,000 ადამიანი დაესწრო. იქამდე, პოლიცია ვარაუდობდა, რომ დაახლოებით 30,000 ადამიანი შეიკრიბებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner