logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ვისაც ამ მძიმე ტრაგედიაში რაიმე პასუხისმგებლობა მიუძღვის, უკლებლივ ყველა აგებს პასუხს
- +

16 ოქტომბერი. 2022. 23:40

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, „იმედი LIVE-ის“ ეთერში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. დეპუტატის გაცხადებით, ყველა პირი, რომლის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, კანონის შესაბამისად დაისჯება.

 

„ფაქტი ისაა, რომ მოხდა ტრაგედია, ბავშვი, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ვისაც ამ მძიმე ტრაგედიაში რაიმე პასუხისმგებლობა მიუძღვის, უკლებლივ ყველა აგებს პასუხს. სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მარიტას სიცოცხლის დაბრუნებას და დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, ეს უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, არავინ, არც სისხლის სამართლებრივ, არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუ ეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ ხელაღებით და უაპელაციოდ [საუბარი] ძალია მძიმეა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner