logo_geo
eng_logo
კოტე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მარიტას სახელი დარჩება ჩვენს ქალაქში, ყველა ერთად ვიზრუნებთ, რომ მარიტას კვალი არ წაიშალოს
- +

17 ოქტომბერი. 2022. 00:40

 

 

 

საკრებულოს დეპუტატმა კოტე ზარნაძემ, „იმედი LIVE-ის“ ეთერში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასა და დაღუპულ მარიტა მეფარიშვილზე ისაუბრა.

 

„მარიტას ოჯახისთვის ყველაზე დიდი ნუგეში არის ის, რომ გაზარდა შვილი, რომელმაც მეგობრისთვის თავი გასწირა. როდესაც მამამისი ვნახე, გადავეხვიე და ვკითხე, როგორ შეძელი ასეთი ბავშვის, ასეთი შვილის გაზრდა - მეთქი. მითხრა, მე რა გავზარდე, მეც მაოცებდა თავისი საქციელებით, ისეთი გოგონა იყოო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარიტას სახელი დარჩება ჩვენს ქალაქში, ყველა ერთად ვიზრუნებთ, რომ მარიტას კვალი არ წაიშალოს და მეგობრობის, ერთგულებისა და იმ ყველაფრის სიმბოლო იყოს, რაც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან გვაკლია. ამ ბავშვმა, თავისი საქციელით, მაგალითი დაგვანახა, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა კოტე ზარნაძემ.

 

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner