logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მთელი მსოფლიოსთვის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია
- +

17 ოქტომბერი. 2022. 01:58

 

 

 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი გაფართოვდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის გაფართოება ხალხისთვის სამუშაო ადგილების, ხოლო ქვეყნისთვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის გაზრდის წინაპირობაა.

 

„ამასთან, ეს იქნება კაპიტალი მომავალი წლის თესვის კამპანიის უზრუნველყოფა. მთელი მსოფლიოსთვის, ეს არის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. ის, თუ როგორ ეხმარება უკრაინა მსოფლიოს ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაში, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციას აძლიერებს და გვიადვილებს ახალი კავშირების დამყარებას სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner