logo_geo
eng_logo
„Air Moldova“-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო
- +

17 ოქტომბერი. 2022. 10:01

 

 

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - „Air Moldova“-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო.

 

კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში - 133 ადამიანი გაემგზავრა.

 

ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. 

 

ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner