logo_geo
eng_logo
17 ოქტომბერს, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის კარსტულ მღვიმეში უფასოდ დაიშვებიან
- +

17 ოქტომბერი. 2022. 09:02

 

 

გაცნობებთ, რომ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და, ასევე, ოკაცეს ჩანჩქერსა (ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი კინჩხა)  და ნავენახევის კარსტულ მღვიმეში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საფასურის გადახდის გარეშე დაიშვებიან.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ ვეტერანმა, ან/ და მისმა ოჯახის წევრმა, აღნიშნულ ტერიტორიებზე უფასოდ დაშვების მიზნით, უნდა წარმოადგინოს მისი ან/და მისი ოჯახის წევრის ვეტერანის მოწმობა.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული პატივისცემისა და თანადგომისთვის.

 

ცნობისთვის, საქართველოში, ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner