logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არა რა, პოლიტიკური პარტიებისთვის აუცილებლად უნდა შემოვიღოთ „ტეხასმოტრები!“
- +

24 აგვისტო. 2016. 23:54


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:


 

„რესპუბლიკელების მიერ, თამარ კორძაიას მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წამოყენება, ძალიან ჰგავს იმ ტაქსის მძღოლის "აზროვნების მასშტაბურობას" , რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე სვლას ანელებს და მშიერი ზაზუნას თვალებით უყურებს თავიანთი მარშრუტის მომლოდინე მგზავრებს.

 

თანაც ის ტაქსი ძალიან ცუდ "ვიდზეა", "ბაგაჟნიკში" უეჭველი ძველი გაზის ბალონი აქვს (რაც მგზავრობის უსაფრთხოებას საშიშროების ქვეშ აყენებს), სალონში საშინელი ოფლის სუნია და მძღოლი საოცარ ფასს გეუბნება - რა ვქნა ძმაო, ბენზინზე ვარ!

 

1. შე დედააფეთქებულო, ტაქსის აყვანა რომ მინდოდეს, რამენაირად მოვძებნი სხვა ადგილს და შენ მითუმეტეს არ გაგაჩერებ.

 

2. დგახარ იმ ავტობუსის უკან, რომელიც არ მაწყობს და ხელს უშლი ჩემი ტრანსპორტის გაჩერებას.

 

არა რა, პოლიტიკური პარტიებისთვის აუცილებლად უნდა შემოვიღოთ „ტეხასმოტრები"!!!"



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner