კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ერედვის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და შპს „მედალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციას კლინიკური მენეჯერი მამუკა კორინთელი ხელმძღვანელობდა.
პაციენტებს გამოკვლევა სამედიცინო ცენტრის 7 სხვადასხვა დარგის ექიმმა ჩაუტარა.
აქციის მიმდინარეობას ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ტატანაშვილი ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.