logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრემიერმა ვეტერანებს ღირსების განცდა დაუბრუნა, განცდა, რომ ისინი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანნი არიან
- +

17 ოქტომბერი. 2022. 18:27

 

 

„პრემიერმა ვეტერანებს ღირსების განცდა დაუბრუნა. განცდა, რომ ისინი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანნი არიან, სახელმწიფო ხედავს, აფასებს მათ ღვაწლს და მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, აღნიშნულს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, რაც ამ ადამიანთა არაკომპეტენტურობას და დილეტანტიზმს უსვამს ხაზს, საკითხის ობიექტურად შესაფასებლად უფრო ღრმა ანალიზია საჭირო, რაც დაგვარწმუნებს რომ ვეტერანებისთვის ზრუნვა სახელმწიფომ ახალ დონეზე აიყვანა. გვახსოვს წარსული, როდესაც ვეტერანებს დუბინკებით დასდევდნენ და მათზე ათას სიბინძურეს ავრცელებდნენ, გვახსოვს ვეტერანები რომელსაც არათუ მკურნალობის, არამედ შავი პურის ფული არ ჰქონდათ, რომ უბრალოდ ეარსებათ. დღეს სახელმწიფო ვეტერანებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს.

 

2021 წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ დაცვაზე ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა 70 000 000 ლარზე მეტი. რაც მიმდინარე 2022 წელს 100 000 000 ლარს გადააჭარბებს.

 

  1. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, ომის ვეტერანის პაკეტით ყოველწლიურად სარგებლობს 19 000 ომის ვეტერანის სტატუსის მატარებელი (თანხა 25 მილიონი ლარი);

 

  1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემუშავებულია, ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 000 000 (ორი მილიონი) ლარია;

 

  1. საქართველოს პრემიერ მინისტრის (ბ. ივანიშვილის) ინიციატივით ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე 2014 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გაიცემა 1000 ლარიან კომპენსაცია, რომელსაც 2 630 ბენეფიციარი იღებს, ( წლიურად 31 560 000);

 

  1. 2022 წლის 01 იანვრამდე ომისა და თავდაცვის ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების კომუნალური სუბსიდიისათვის (ე.წ 22- და 44-ლარიანი დახმარება) ჯამში ყოველწლიურად იხარჯებოდა 10 000 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრებს კომუნალური სუბსიდიის 22 და 44 ლარი გაიზარდა და გახდა 100 ლარი (34 მილიონი ლარი);

 

  1. ქვეყნის მასშტაბით 8 200 000 ლარი (სატრანსპორტო უზრუნველყოფა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა) იხარჯება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სოციალური აქტივობები ომის ვეტერანების მიმართ;

 

  1. შეიქმნა ვეტერანებს დიდი მხარდაჭერას უცხადებს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი. ააიპ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ დაფინანსდა 86 ბენეფიციარი 264 000.00 (ორას სამოცდაოთხი ათასი ) ლარი და სხვა;

 

ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ასევე არაერთი შეღავათით სარგებლობენ მათ შორის:

 

  • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

 

  • ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას;

 

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთათვის დაწესდა ყოველთვიური სოციალური დახმარება 180 ლარის ოდენობით;

 

  • ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში განთავსდა და ფუნქციონირება დაიწყო ვეტერანთა ჰოსპიტალმა;

 

  • სამსახურში ამოქმედდა ჯანდაცვისა და ვეტერანთა შვილების განათლების დაფინანსების პროგრამები და მრავალი სხვა.

 

პრემიერმა ვეტერანებს ღირსების განცდა დაუბრუნა. განცდა, რომ ისინი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანნი არიან, სახელმწიფო ხედავს, აფასებს მათ ღვაწლს და მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის!“ - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner