logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი
- +

9 მარტი. 2016. 13:33


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების" მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს მინიმუმ იმისი, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი.



მე ადრეც ვამბობდი და დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ კლასიკური გაგებით კოალიცია ნიშნავს იმას, რომ ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს მინიმუმ იმისი, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, მიიღოს მანდატი ამომრჩევლებისგან და ამ მანდატის შესაბამისად გარკვეული საკითხების ირგვლივ გაერთიანდეს შედარებით უფრო თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფებთან, იმ თანაფარდობით, რა თანაფარდობითაც ამომრჩეველმა მას მისცა ხმა. ვისაც რა მხარდაჭერა ექნება მოსახლეობიდან, ქვეყნის მართვაზეც იმ პროპორციით უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ვისაც ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობიდან, მისი პრეტენზიაც გაცილებით მეტი იქნება, იმასთან შედარებით, ვისაც ორჯერ ნაკლები აქვს. პირველ ეტაპზე კინაღამ თეთრი ყვავივით ვიყავი, როდესაც მაქსიმალურად გაემიჯნენ ჩემს ვარიანტს, რომ ყველას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი. დღეს, ფაქტობრივად უმრავლესობაში ვარ. ძალიან ბევრი, მათ შორის საექსპერტო წრეებიდანაც, ეთანხმება ამას, რადგან ეს არ არის ჩემი გამოგონება, ეს არის აპრობირებული მეთოდი ყველა ქვეყანაში", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner