logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში მყოფი ევროკავშირის მონიტორების აზერბაიჯანთან სომხეთის საზღვრის მხარეს განთავსებას
- +

18 ოქტომბერი. 2022. 01:34

 

 

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში მყოფი ევროკავშირის მონიტორების აზერბაიჯანთან სომხეთის საზღვრის მხარეს განთავსებას“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მზადყოფნის სიგნალი, რომ მხარი დაუჭიროს ორგანიზაციამ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას.

 

„ევროკავშირის ჯგუფი უკვე სომხეთშია და ძალიან მალე, მომავალი კვირებში დაიწყებენ მონიტორინგს. სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე განვათავსებთ 40 დამკვირვებელს. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მზადყოფნის სიგნალი, რომ მხარი დაუჭიროს ორგანიზაციამ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner