logo_geo
eng_logo
ზელენსკი: პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული მოკლა
- +

18 ოქტომბერი. 2022. 01:44

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირანული დრონებით კიევზე თავდასხმის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა.

 

„კიევში მათ ახალგაზრდა ოჯახი მოკლეს, საცხოვრებელ კორპუსს ირანული „შაჰიდი“ დაარტყეს. ბიჭი და ორსული გოგონა. ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული მოკლა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

 

17 ოქტომბერს, კიევში 06:23 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევს კამიკაძე დრონებით შეუტიეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner