logo_geo
eng_logo
კარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთი“ მიიღო
- +

18 ოქტომბერი. 2022. 01:50

 

 

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთის“ ჯილდო მიიღო.

 

34 წლის ბენზემამ „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მიიღო. 2021 წელს „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ეს ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო.

 

გასულ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. მადრიდელებთან ერთად მან მოიგო ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და სამივე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner