logo_geo
eng_logo
რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
- +

18 ოქტომბერი. 2022. 09:07

 

 

რუსული ძალები მიკოლაივის ოლქს წუხელ „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს. ამასთან, ქალაქი მიკოლაივი და ოლქი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქი და ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ამასთან, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ სიტუაციის მოგვარების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner