ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება მორიგი სამხედრო დანაშაულია.
„ჩვენ ვაგრძელებთ მასობრივი სისასტიკის ფაქტების და რუსული ძალების მიერ უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცების შესახებ ცნობების აღმოჩენას. თუ დადასტურდება, ეს კიდევ ერთი ომის დანაშაული იქნება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - აღნიშნა ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.