logo_geo
eng_logo
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პოლიციაში გამოკითხვები შუაღამემდე გაგრძელდა
- +

18 ოქტომბერი. 2022. 11:17

 

 

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, გამოკითხვები შუაღამემდე გაგრძელდა. კომპანია ,,ელემსის” ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ. ვაკის პარკის შადრევნის პროექტი, სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა, რომელიც შემდეგ, ვაკის მერიის კონტრაქტორმა, ,,გრინსერვის პლიუსმა” განახორციელა.

 

ადვოკატის თქმით, პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ,,ელემსი’’ ავტორია შადრევნის ელექტროგაყვანილობისაც, რომლის უსაფრთხოების სისტემამაც არ იმუშავა.

 

გუშინ კიდევ ერთხელ გამოიკითხა კომპანია ,,გრინსერვის პლუსის’’ დირექტორი. ლაშა ფურცხვანიძე ბოლო ოთხ დღეში, უკვე მესამედ გამოიკითხა. ის დღესაც ამტკიცებს, რომ ექსპლუატაციაში შესვლამდე პროექტი და მათ შორის ვაკის პარკის შადრევნის ელექტროსისტემები, რამდენჯერმე შემოწმდა და არც ერთ ეტაპზე, რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

 

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner