logo_geo
eng_logo
მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე: თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში
- +

18 ოქტომბერი. 2022. 11:50

 

 

„ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ“, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე წერს.

 

„თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში. მის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა უამრავი დარღვევა, რამაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ“, - წერს Twetter-ში პოლიტიკური მრჩვეელი.

 

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner