logo_geo
eng_logo
ლევან ქარუმიძე ადეიშვილზე: მსჯავრდებულისა და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ, შეუფერებელია
- +

18 ოქტომბერი. 2022. 13:00

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპის საბჭოს მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

„მსჯავრდებულის და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს“, - წერს ქარუმიძე.

 

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner