logo_geo
eng_logo
მარტვილში თოჯინების თეატრი დაარსდა
- +

18 ოქტომბერი. 2022. 17:02

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული  თოჯინების თეატრი დაარსდა.

 

თეატრის დაარსების პრეზენტაცია და პირველი თოჯინური სპექტაკლის პრემიერა დღეს შესდგა.  თეატრის დასმა მაყურებლის წინაშე წარმოადგინა სპექტაკლი „წითელქუდა“. 

 

სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ასპარეზი უსურვა.

 

თეატრი მარტვილელ პატარებს ხშირად შესთავაზებს საინტერესო სპექტაკლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner