მედიაკავშირი „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი გენერალ თამაზ დუმბაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„სამწუხაროა. თანავუგრძნობ გენერალ დუმბაძის ოჯახს და მეგობრებს.
მაინტერესებს ამჯერად მაინც თუ ივარგებენ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი? გასვენებაში თუ მივლენ და სამხედრო პატივით თუ დაკრძალავენ გენერალ-ლეიტენანტს?
ყველას კარგად გვახსოვს, რომ „მინისტრ ხიდაშელს" (ვაი, საქართველო!) სულ კონწიალა საყურეებზე ეკიდა ნაომარი და დამსახურებული ვეტერანები და მათ შორის, გენერლებიც, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს!"- აღნიშნავს მძინარაშვილი.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=19705