logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
- +

18 ოქტომბერი. 2022. 21:00

 

 

 

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით 101 ხმით მიიღო.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მიხეილ სარჯველაძემ  კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ამით სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების მე-11 პუნქტი. „მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფს. მოგეხსენებათ რომ ეს პაკეტი არის ის, რომლითაც სრულდება მე-11 პუნქტი თორმეტ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია და მოსაზრება, რომელიც წარმოიშვა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ასახულია ამ საკანონმდებლო პაკეტში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტში და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კენჭისყრის შემდეგ ეს ერთი პუნქტი სრულფასოვნად შესრულებულია და ყველას ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის ფუნქციაც მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner