logo_geo
eng_logo
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა
- +

25 აგვისტო. 2016. 10:39



 ამერიკულ უნივერსიტეტზე, ქაბულში, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი იყო.


შეიარაღებული სამხედროები უნივერსიტეტის შენობაში გუშინ საღამოს შეიჭრნენ. პერსონალი და სტუდენტები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩაკეტილი.


თავდასხმიდან ათი საათის შემდეგ, ავღანეთის პოლიციამ, ამერიკელი სამხედროების დახმარებით, დამნაშავეების ლიკვიდაცია შეძლო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner