logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაა, რასაც NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები აკეთებენ
- +

19 ოქტომბერი. 2022. 00:37

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაა, რასაც NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები აკეთებენ.

 

„მე მტკიცედ მივიჩნევ, რომ უკრაინა სხვა სიტუაციაშია, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი NATO-ს პარტნიორები არიან მრავალი წლის განმავლობაში. ალიანსში არის კონსენსუსი, რომ მოიწვიონ ისინი წევრებად. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდის სამიტზე“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

„რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი მიმდინარეობს და უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაა, რასაც NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები აკეთებენ. ეს სამხედრო მხარდაჭერა უპრეცედენტოა და დაეხმარა უკრაინას წარმატების მიღწევაში ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

30 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner