logo_geo
eng_logo
ოფიციალური თეირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანი რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდებას აპირებს
- +

19 ოქტომბერი. 2022. 00:56

 

 

ოფიციალური თეირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანი რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდებას აპირებს.

 

„ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა [უკრაინის] ომის გაგრძელებას“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანიმ და დასძინა, რომ ირანი მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს უკრაინასთან ამ ბრალდებების გასარკვევად.

 

მანამდე სააგენტო Reuters-მა ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანი რუსეთს დაჰპირდა, რომ დრონების გარდა, რაკეტებსაც მიაწვდის.

 

„რუსებმა მოითხოვეს მეტი დრონები და ირანული ბალისტიკური რაკეტები გაუმჯობესებული სიზუსტით“, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა დიპლომატმა.

 

დასავლელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ რაკეტების მიწოდების საკითხზე ირანსა და რუსეთს შორის შეთანხმება არსებობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner