NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმის შესრულება, რასაც მოკავშირეები [უკრაინას] დაჰპირდნენ - გავაძლიეროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. NATO უახლოეს დღეებში მიაწვდის [უკრაინას] დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაუპირისპირდეს დრონების სპეციფიკურ საფრთხეს, მათ შორის ირანიდან“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.