logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს
- +

19 ოქტომბერი. 2022. 01:07

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმის შესრულება, რასაც მოკავშირეები [უკრაინას] დაჰპირდნენ - გავაძლიეროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. NATO უახლოეს დღეებში მიაწვდის [უკრაინას] დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაუპირისპირდეს დრონების სპეციფიკურ საფრთხეს, მათ შორის ირანიდან“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner