უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელს მოუწოდებს, ღიად დადგეს უკრაინის გვერდით და უზრუნველყოს მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის სფეროში.
„ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ იმაზე, რომ ვთხოვოთ ისრაელს, ღია იყოს უკრაინასთან თანამშრომლობისთვის საჰაერო თავდაცვის სფეროში. თუ ისრაელის პოლიტიკა ირანის დესტრუქციული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, მაშინ დროა ისრაელი ღიად დაუდგეს უკრაინას გვერდით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ.
„მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინის გადამწყვეტი მხარდაჭერა აუცილებლად გამოიწვევს უკრაინის გამარჯვებას და შეაჩერებს ბოროტების ქვეყანას და ყველას, ვინც ამ ქვეყანას ეხმარება. ახლა ირანი რეალურად ეხმარება რუსეთს გარკვეული იარაღით. დღეს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, იგივე დრონები, რომლებიც ანადგურებენ უკრაინას, მიმართულია ისრაელისკენ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ისრაელის პოლიტიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.