logo_geo
eng_logo
უკრაინის დაზვერვა: რუსეთის რაკეტების მარაგი კრიტიკულად დაბალ დონეზეა
- +

19 ოქტომბერი. 2022. 01:25

 

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევს, რომ რუსეთის რაკეტების მარაგი კრიტიკულად დაბალ დონეზეა.

 

„რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ახალ რაკეტებს, ხოლო იმ რაკეტების მარაგი, რომლითაც მათ 24 თებერვალს ომი დაიწყეს, უკვე ამოიწურა. ბევრი სახეობის რაკეტებისთვის ეს მაჩვენებელი უკვე კრიტიკულად დაბალ დონეზეა“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.

 

მანამდე სააგენტო Reuters-მა ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანი რუსეთს დაჰპირდა, რომ დრონების გარდა, რაკეტებსაც მიაწვდის.

 

„რუსებმა მოითხოვეს მეტი დრონები და ირანული ბალისტიკური რაკეტები გაუმჯობესებული სიზუსტით“, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა დიპლომატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner