logo_geo
eng_logo
გაეროს კომისია: რუსეთის ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში ომის პირველ კვირებში გამოვლენილი დარღვევების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, მათ შორის ომის დანაშაულებზე
- +

19 ოქტომბერი. 2022. 01:35

 

 

 

გაეროს კომისიამ დაადგინა, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში ომის პირველ კვირებში ადამიანის უფლებების დარღვევის უმეტეს ფაქტებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ რუსულმა ძალებმა განურჩევლად დაბომბეს ის ადგილები, რომელთა დაკავებას ცდილობდნენ და „დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ“.

 

„რუსეთის შეიარაღებული ძალები პასუხისმგებელნი არიან გამოვლენილი დარღვევების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, მათ შორის ომის დანაშაულებზე. უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შორის ორი ინციდენტი, რომელიც კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული“, - ნათქვამია კომისიის ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner