logo_geo
eng_logo
მაშველებმა იტალიაში 10 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 17 საათი გაატარა
- +

25 აგვისტო. 2016. 10:40


 

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 247 ადამიანია დაღუპული. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში პრაქტიკულად მიწასთან გასწორებული ქალაქის, ამატრიჩეს, ნანგრევებიდან ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ.


ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებიდან, რომელშიც 70 ტურისტი ცხოვრობდა, მხოლოდ 7 არის ამ დროისთვის ამოყვანილი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წუხანდელი ღამე კარვებში გაატარა. მაშველებმა 10 წლის გოგონა ფანრების შუქზე იპოვეს და ამოიყვანეს ნანგრევებიდან, გოგონამ დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ 17 საათი გაატარა. ამ დროისათვის 400-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.



დღეს იტალიის მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც მიწისძვრით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციასა და დაზარალებულთა დახმრებაზე იმსჯელებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner