logo_geo
eng_logo
რუსი გენერალი: უკრაინის დანაკარგი ყოველდღიურად 600-იდან 1 000-მდე მოკლული და დაჭრილი სამხედროა
- +

19 ოქტომბერი. 2022. 02:20

 

 

 

უკრაინაში რუსული ძალების მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე „ყოველდღიურად 1 000-მდე ჯარისკაცს კარგავს“.

 

მისივე თქმით, რუსეთი თავისი ჯარისკაცების დაცვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირებაზეა „ორიენტირებული“.

 

„ზოგადად, სპეცოპერაციის ზონაში ვითარება შეიძლება შეფასდეს, როგორც დაძაბული. ყოველდღიურად მტრის დანაკარგი 600-იდან 1 000-მდე მოკლული და დაჭრილია. ჩვენ გვაქვს განსხვავებული სტრატეგია, ჩვენ არ ვისწრაფვით სწრაფი წინსვლისკენ, ჩვენ ვიცავთ თითოეულ ჯარისკაცს. ამით ჩვენ არა მხოლოდ მინიმუმამდე ვამცირებთ ჯარისკაცთან დანაკარგებს, არამედ საგრძნობლად მცირდება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც“, - განაცხადა სუროვიკინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner