logo_geo
eng_logo
ბერლუსკონი: პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა
- +

19 ოქტომბერი. 2022. 02:35

 

 

 

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კვლავ დაუკავშირდა, - ამის შესახებ Reuters იტალიური მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით იუწყება.

 

„პუტინს ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი. დაბადების დღეზე მან 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა. მე მას ვუპასუხე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკოთი“, - განაცხადა ბერლუსკონიმ, რომლის დაბადების დღეც 29 სექტემბერს იყო.

 

მისივე თქმით, ის უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით, მაგრამ ვერ გამოთქვამს თავის ნამდვილ აზრს, რადგან „თუ ეს პრესაში მოხვდება, კატასტროფა იქნება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner