გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინე ვორონცოვმა განაცხადა, რომ რუსეთი კიევს ბირთვული იარაღით „არ ემუქრება“.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს.
„ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, რუსეთმა დაადასტურა თავისი ვალდებულება უკრაინის მიმართ, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი არაბირთვული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს ვალდებულება უცვლელად სრულდება. რუსეთი უკრაინას ბირთვული იარაღით არ დამუქრებია და არც ემუქრება“, - განაცხადა ვორონცოვმა.