logo_geo
eng_logo
ალექსეი არესტოვიჩი: ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება
- +

19 ოქტომბერი. 2022. 10:03

 

 

ირანული „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

 

„უკრაინა მალე მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner