ირანული „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„უკრაინა მალე მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.