logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: იმ ქვეყნის ხელისუფლებას რა ვუთხარი, განსაცდელის ჟამს ჭეშმარიტების დადგენას ძებნილ დამნაშავეს - ადეიშვილს რომ ანდობს
- +

19 ოქტომბერი. 2022. 12:37

 

 

„იმ ქვეყნის ხელისუფლებას რა ვუთხარი, განსაცდელის ჟამს ჭეშმარიტების დადგენას ძებნილ დამნაშავეს - ადეიშვილს რომ ანდობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდა და რომელიც შეხვედრაზე უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩევლის სტატუსით იყო წარდგენილი.

 

აღნიშნულ ფაქტს გოგა ხაინდრავ „აბსურდის თეატრს“ უწოდებს:

 

„ჯერ იმ ქვეყნის ხელისუფლებას რა უთხარი, განსაცდელის ჟამს ჭეშმარიტების დადგენას ძებნილ დამნაშავეს - ადეიშვილს რომ ანდობს. მერე იმ საბჭოს, ამას რომ დათანხმდება და იმ საბჭოს წევრებს, კრიმინალ სააკაშვილს პუტინთან მებრძოლ პოლიტპატიმრად რომ გაასაღებს. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი და ნატო მესამე მსოფლიო ომში, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს, უკრაინაში - ბირთვული დაპირისპირების მზადყოფნაში. ჩვენ კი 12 პუნქტი დაგვიწესეს, რომელთაგან ერთ-ერთით გენერალური პროკურორი ვერ უნდა ავირჩიოთ, ხოლო დანარჩენების აღსრულებით ამ ევროპულ დრამაში მონაწილეობის კანდიდატის სტატუსი უნდა მოვიპოვოთ. „აბსურდის თეატრი“ - რომლის სცენაზე დეკორაცია სისხლის გუბეებით და გვამებით არის მოფენილი... რეალურით!“ - ამბობს გოგა ხაინდრავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner