logo_geo
eng_logo
პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია კორპორაცია „FASING S.A.“-ის მენეჯმენტს შეხვდა
- +

19 ოქტომბერი. 2022. 18:20

 

 

„პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერია ინფორმაციას ავრცელებს.

 

„შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უმსხვილესი პოლონური კორპორაცია „FASING S.A.“-ის მენეჯმენტთან, სადაც ინვესტიციების, საქართველოში ახალი საწარმოების გახსნის, კვალიფიციური მუშახელის მომზადების, ახალი სამუშაო ადგილების საკითხები იქნა განხილული.

 

„FASING S.A.“ ცენტრალურ ევროპაში მსხვილი ინდუსტრიული კომპონენტების ყველაზე დიდი მწარმოებელია და მსოფლიოს 4000-ზე მეტ წამყვან კომპანიას ამარაგებს ტექნიკით და საწარმოო აღჭურვილობით“, - აღნიშნულია ოზურგეთის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner