„პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერია ინფორმაციას ავრცელებს.
„შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უმსხვილესი პოლონური კორპორაცია „FASING S.A.“-ის მენეჯმენტთან, სადაც ინვესტიციების, საქართველოში ახალი საწარმოების გახსნის, კვალიფიციური მუშახელის მომზადების, ახალი სამუშაო ადგილების საკითხები იქნა განხილული.
„FASING S.A.“ ცენტრალურ ევროპაში მსხვილი ინდუსტრიული კომპონენტების ყველაზე დიდი მწარმოებელია და მსოფლიოს 4000-ზე მეტ წამყვან კომპანიას ამარაგებს ტექნიკით და საწარმოო აღჭურვილობით“, - აღნიშნულია ოზურგეთის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.