ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თემატურ საკითხზე მომხსენებელმა ლევან ქარუმიძემ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა. საკანონმდებლო ორგანოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურ მუშაობას იწყებს.