logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

19 ოქტომბერი. 2022. 22:13

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან.

 

შეხვედრისას მხარეებმა,  ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.

 

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა საქართველოში სომხეთის ახალდანიშნულ ელჩთან. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები არის უმაღლეს ნიშნულზე და შევთანხმდით საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე,“ -  განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner