logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე „გრინსერვის პლუსზე“: როდესაც ოპონენტები ამბობენ, რომ კომპანია თავის დროზე ბრალდებული იყო, ისიც უნდა დააყოლონ, რომ კომპანიას მერია კი არა, შესყიდვების არსებული სისტემა ირჩევს
- +

19 ოქტომბერი. 2022. 23:54

 

 

რადიკალური ოპოზიცია უკვე ფანატიზმშია გადასული. მათი ნებისმიერი ბრალდება, განსაკუთრებით კორუფციასთან და კანონის არცოდნასთან მიმართებით, გადაიქცა ყოველდღიურ უტოპიად და მარაზმად და, სამწუხაროდ, თვალნათელი გახდა, რომ ამ უბედურებით სარგებლობენ, ყოველგვარ სიბინძურეს თხზავენ და ცდილობენ ზიანი მიაყენონ პროცესს, რომელსაც გამოძიება ჰქვია, - ამის შეახებ მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაზე „გრინსერვის პლუსზე“ ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელები წლების წინ თაღლითობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

 

„როდესაც ოპონენტები ამბობენ, რომ კომპანია თავის დროზე ბრალდებაში იყო, ისიც უნდა დააყოლონ, რომ ამ კომპანიას მერია კი არ ირჩევს. ამ კომპანიას ირჩევს შესყიდვებს არსებული სისტემა. და ყველამ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო შესყიდვები ტარდება გამჭვირვალე ელექტრონული საშუალებით, სადაც იმარჯვებს ის, ვინც წააყენებს ყველაზე კარგ პირობას, ვისაც აქვს გამოცდილება და ვინც დადებს ყველაზე დაბალ ფასს. ეს სისტემა რომ ხარვეზიანია დაბალ ფასთან მიმართებაში, ამაზე არაერთი დღეა ვსაუბრობთ. პარლამენტში დავიწყეთ ახალი კანონის განხილვა ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც დაბალი ფასი არ იქნება გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პირობა. კომპანია შავ სიაში შედის მხოლოდ 1 წლით და, როგორც წესი, სატენდერო პირობების დარღვევის გამო ხოლმე. მოქმედი კანონმდებლობით, მესაკუთრის თაღლითობა ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უზღუდავს მას ტენდერში მონაწილეობის უფლებას“, - განმარტავს ბითაძე.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები კორუფციის შესახებ მხოლოდ საუბრობენ და წლების განმავლობაში არცერთი ფაქტი არ გაასაჩივრეს და ვერ დაამტკიცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner